Παρασκευή, 22 Δεκεμβρίου 2017

წმიდა ათანასე დიდის ეპისტოლე



მონაზვნურ ცხოვრებაში მოღვაწეებს და ღვთის რწმენაში განმტკიცებულებს, საყვარელ და სასურველ ძმებს ათანასე გისურვებთ უფლის მიერ სიხარულს.

ვმადლობ უფალს, რომელმაც თქვენ სარწმუნოება მოგანიჭათ, რათა წმინდანებთან ერთად საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროთ. ვინაიდან ზოგიერთი არიანულად მოაზროვნე დადის მონასტრებში, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი სახელით აცთუნოს უზაკველნი (ხოლო ზოგნი კი მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, არიოზის თანამოაზრენი არ ვართო, მათთან ერთად დადიან და ლოცულობენ), სხვა გზა არ მქონდა და რამდენიმე გულწრფელი ძმის მიერ დარწმუნებულმა, საკუთარ თავზე ავიღე ღვაწლი მომეწერა თქვენთვის, რათა თქვენ, ვინც შეუცვლელად და უზაკველად ინახავთ კეთილმსახურ სარწმუნოებას, რომელიც თქვენში ღვთის მადლითაა დამტკიცებული, არ მისცეთ ძმებს საცთურის მიზეზი;
რადგანაც, როდესაც უცხონი დაინახავენ, რომ თქვენ, ქრისტეს მიერ სარწმუნონი, არიოზელებთან იკრიბებით და ურთიერთობაში იმყოფებით, უეჭველად დაუშვებენ, რომ ამაში მნიშვნელოვანი არაფერია და ჩავარდებიან ბოროტმსახურების წუმპეში.
ამიტომაც, ეს რომ არ მოხდეს, კეთილი ინებეთ, საყვარელნო, და განეშორეთ მათ, ვინც აშკარად უსჯულოდ აზროვნებს და უფრთხილდით მათ, ვინც თავს არიოზის თანამოაზრედ არ თვლის, მაგრამ ურთიერთობა კი აქვს უსჯულოებთან.
ყველაზე მეტად მათთან ურთიერთობას უნდა გავექცეთ, ვის თანამოაზრეობაზეც უარს ვამბობთ; ხოლო თუ ვინმე გარეგნულად თავს მართლმორწმუნედ აჩვენებს და არიოზელებთან ურთიერთობაში მყოფი აღმოჩნდება, მაშინ მას შეაგონეთ, რომ მიატოვოს ასეთი ჩვეულება და თუ დადებს პირობას, მიიღეთ როგორც ძმა, ხოლო თუ ჯიუტად გააგრძელებს თავისას, მაშინ განაგდეთ იგი.
ასეთი მოქცევით თქვენ დაიცავთ წმიდა სარწმუნოებას, ხოლო ისინი, თქვენი შემხედვარე, სარგებელს მიიღებენ, რადგან შეეშინდებათ, რომ უსჯულოებად და არიოზის მიმდევრებად არ იქნენ შერაცხილნი.

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου

Σημείωση: Μόνο ένα μέλος αυτού του ιστολογίου μπορεί να αναρτήσει σχόλιο.