Δευτέρα, 31 Ιουλίου 2017

ეპისკოპოსი, რომელიც თავის ფარაზე არ ზრუნავს, მწყემსი კი არა, მგელია


    ეპისკოპოსებს, რომელთაც ყველაზე მზრუნველობა ევალება და მომავალში პასუხისმგებელია ღვთის წინაშე თითოეული მათგანისთვის, იცოდეს, რომ ძმათაგან თუნდაც ერთიც ჩავარდეს ცოდვაში იმიტომ, რომ წინასწარ არ აუწყა საღმრთო სამართალი, ან არ ასწავლის ცოდვაში შთავარდნილს, არ ცდილობს მის გამოსწორებას და ისიც, განუსწავლელი და უცოდინარი იმისა თუ როგორ გამოსწორდეს, წარწყმდება, წარწყმედილი ძმის სისხლს ღმერთი მოძღვარს მოკითხავს (ეზეკ. 33:8).

განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მოძღვარი უცოდინარობით კი არ უგულებელყოფს ღვთისათვის რაიმე სათნოს, არამედ მოფერებით ემლიქვნელება შემცოდეთ, შეცოდებისაკენ აქეზებს და ცხოვრების მკაცრ წესებს უმსუბუქებს მათ, რამეთუ ნათქვამია: "მნეტარებელნი თქვენნი გაცდუნებენ თქვენ, და კვალს გირევენ"(ესაია 3:12);
"თქვენი ამამღვრეველი, ვინც უნდა იყოს იგი, იტვირთავს სასჯელს"(გალატ. 5:10).

ამიტომ, ჩვენც, მსგავს განკითხვას რომ არ ვეწიოთ, ჯერ არს ძმებთან საუბარში მივყვეთ მოციქულის განწესებას: "არასოდეს გვიხმარიაო ლიქნის სიტყვა - ბრძანებს მოციქული - და არც ანგარებისათვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე: "არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან"(1 თესალონიკ. 2:5-6)


Κυριακή, 25 Ιουνίου 2017

დიდება უფალს! საბერძნეთში კიდევ ერთმა მღვდელმა შეწყვიტა თავისი ეპისკოპოსის მოხსენიება!

     დიდი სიხარულით გაუწყებთ რომ  მაკედონიის ერთ-ერთი სოფლის ღვთისმოსავმა მღვდელმა მამა ფოტიოსმა კვირას 18/06/2017 გამოაცხადა ოფიციალურად, რომ შეწყვიტა თავისი ეპისკოპოსის მოხსენიება ჟამთა წირვაზე.


    დიდი მნიშვნელობა აქვს, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ღვთისმოსავი მღვდელი მარტო ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს, რომ  მას რამდენიმე წელია  ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რომ ცხოვრობს ღარიბულად და მიუხედავად ამისა მიიღო  ეს დიდი გადაწყვეტილება, მიენდო რა ღვთის ნებას და არა ამ სოფლიურ ''ლოგიკას.''

Κυριακή, 18 Ιουνίου 2017

მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ერეტიკოსების მიმართ.

Αποτέλεσμα εικόνας για ορθοδοξια και αιρεση

      ქრისტეს ეკლესია ერთია, რადგან ერთია ქრისტეს სხეული. „გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე?“ (1 კორ. 1,13). ეპისკოპოსი და პროფესორი ნიკოდიმოს მილაში ამის შესახებ წერს: „რადგან ერთია ეკლესიის თავი, იესო ქრისტე, შესაბამისად მისი სხეული – ეკლესია – ერთია“ (საეკლესიო სამართალი, გვ. 294).

     

      ყველა სხვა წარმონაქმნი, რომელიც თავს „ეკლესიას“ უწოდებს, წარმოადგენს დაჯგუფებას, რომელიც მოკვეთილია ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სხეულიდან. მათ,  ვინც  თითოეულ  ამ  წარმონაქმნებს '' ეკლესიას''  უწოდებს, ავტომატურად ვარდებიან ერესში.  


      მეხუთე -მეექვსე კრების 95-ე კანონი ამბობს: „ვინც მართლმადიდებლობაში და გადარჩენილთა ნაწილში მწვალებლობიდან მოვა, მათ შევიწყნარებთ პირველგანწესებული საზღვრისა და ჩვეულებისამებრ... მოვთხოვთ მათ ხელწერილს და ვუბრძანებთ, შეაჩვენონ ყოველგვარი მწვალებლობა, რომელიც არ აღიარებს ისე, როგორც აღიარებს ღვთის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია (Σύνταγμα Θείων και Ιερών Κανόνων, τ. 2, σ. 529-530. Βλ. και 2ο κανόνα Β´ Οικουμ. Συνόδου, όπ. π. σ. 187 მეორე მსოფლიო კრების მე-2-ე კანონი გვ, 187). 


Πέμπτη, 8 Ιουνίου 2017

დანაშაულებრივი დუმილი

ეკლესიის მამები თვლიან და აღიარებენ დუმილს დიდ ღირსებად. მას თვლიან, როგორც სამკურნალო მეთოდს ყბედობისა და უქმადმეტყველებისა, რადგანაც ადამიანს არ შეუძლია გვერდი აუაროს ამ ცოდვას. აქებენ დუმილს, რამეთუ ის შობს ბევრ ღირსებას. განსაკუთრებით ბერისთვის, რომელიც თავისი ცხოვრებითა და თავის მაგალითით  ასწავლის, რომ დუმილი არის ის, რაც  მას იცავს ეგოიზმიდან, ლოცვის დროს  გონების გაფანტვისგან, ეხმარება ქონდეს სიკვდილის ხსოვნა და სხვა ღირსებები. აი ეს დუმილი, როგორც უქმადმეტყველებისა და ყბედობის საწინააღმდეგო და ეგოიზმთან ბრძოლის საშუალება, არის მამების მიერ შექებული  და უფლის მიერ დაჯილდოებული. 

Τετάρτη, 31 Μαΐου 2017

''თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.''(მათეს 16)

Αποτέλεσμα εικόνας για εικονα δευτερας παρουσιας

ირსი ამბა ისხირიონი:
   ერთხელ ეგვიპტის სკიტეს მამებმა ამბა ისხირიონს კითხეს:
 - რა ვიღვაწეთ ჩვენ?
 ამბა ისარიონმა უპასუხა:
-ჩვენ ღმერთის მცნებები შევასრულეთ.
  შემდეგ კვლავ კითხეს:
- რას გააკეთებენ ისინი, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებენ?
  - ისინი ჩვენი ღვაწლის ნახევარს აღასრულებენ.
 და კვლავ კითხეს:
    -და რას იზამენ ისინი, ვინც მათ შემდეგ იქნებიან?
  ამბამ უპასუხა:
 -ბოლო ჟამს მცხოვრებთ არ ექნებათ ღვაწლი, მაგრამ იმ დროს იმდენი განსაცდელი იქნება რომ, ვინც მას გაუძლებს ჩვენზე და ჩვენს მამებზე უმეტესნი აღმოჩნდებიან ცათა სასუფეველში.
   ანტონი დიდი ამბობდა:
''მოდის ჟამი, როცა ადამიანები გახელდებიან და თუკი დაინახავენ ვინმე გონიერს, აუმხედრდებიან და ეტყვიან: ''გადარეული და უგუნური ხარ'', და ეს მოხდება რამეთუ არ იქნებიან მათი მსგავსი.''

Κυριακή, 28 Μαΐου 2017

დევნა დაიწყება! და ეკლესიებიც, მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც წაშლიან სახარებას, რათა იქადაგონ ახალი ''სახარება.''

    ფლორინის მიტროპოლიტ ავგუსტინე კანტიოტისის წინასწარმეტყველური რჩევა - დარიგება სულიერ შვილებს.

Αποτέλεσμα εικόνας για Καντιωτης

     უკვე ხანდაზმული ეპისკოპოსი ვარ, ვუახლოვდები ჩემი მიწიერი ცხოვრების დასასრულს და მინდა რჩევა მოგცეთ ჩემო სულიერო  შვილებო.

    თუ მოვა ის დრო, როცა ჩვენც გავიგებთ სიტყვა  ''დევნას'' მორწმუნე ქრისტიანების წინააღმდეგ, ნუ შეშინდებით.

    მე არ ვიქნები ცოცხალი მაშინ, საფლავში ვიქნები, თქვენ კი გაიგებთ ერთი მხარედან მეორე მხარეში რომ დევნა დაიწყო. და ეკლესიებიც, მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც წაშლიან, გააქრობენ სახარებას , რათა თვითონ იქადაგონ ახალი '' სახარება''... და რაც კი ხდება ალბანეთსა და სხვა შორეულ მხარეებში მოხდება აქაც საბერძნეთში.

Σάββατο, 27 Μαΐου 2017

რუმინეთში, ბოტოსანის რაიონის ორასენის სკიტეს დევნა. 5 მაისი. 2017 წ.


Εμφάνιση μικρογραφίας του βίντεο Διωγμός στη Σκήτη Ορασένι Νομού Μποτοσάνι Ρουμανίας. 5 Μαΐου 2017.

   მორწმუნე მრევლმა გადაკეტა ტაძრის შესასვლელი, იმ  დროს, როცა იქ მივიდა მოლდავეთის  მიტროპოლიტის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 30 სამღვდელო პირი. მათი მიზანი იყო,  რომ მამა იოანეს პარალელურად, რომელსაც  თავის სამრევლოში  შეწყვეტილი აქვს მისი მიტროპოლიტის მოხსენიება მრწამსის გამო,  ძალით დაეყენებინათ  იქ ის მღვდელი, რომელიც მოიხსენიებდა მიტროპოლიტს.